ლილარდის 50 ქულა „ინდიანასთან“ მოგებულ მატჩში, ბითაძემ მატჩი უქულოდ დაასრულა (ვიდეო)
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA), კობი ბრაიანტის დაღუპვის მიუხედავად, რეგულარული სეზონის შეხვედრები მაინც გაიმართა. მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყო.
გოგა ბითაძის „ინდიანამ” სეზონზე რიგით მე-17 მატჩი დათმო. „პეისერსმა“ სტუმრად „პორტლენდთან“ 139-129 წააგო. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა მოედანზე მხოლოდ 5:07 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე ვერაფერი ღირებულის ჩვენება ვერ მოასწრო. გოგას ანგარიშზე ერთადერთი პასია.
„ბლეიზერსის“ რიგებში მორიგი ფენომენალური მატჩი ჩაატარა დემიენ ლილარდმა. მის ანგარისზე 50 ქულა, 6 მოხსნა და 13 პასია. სი ჯეი მაკკალუმმა 28 ქულა დააგროვა. 21 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ჰასან ვაიტსაიდმა. კარმელო ენტონის ანგარიშზე 14 ქულა და 8 მოხსნაა.
„პესიერსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი დომანტას საბონისი იყო. ლიტველმა 27 ქულითა, 14 მოხსნითა და 11 პასით სამმაგი დუბლი გაიფორმა. 28 ქულა ჰქონდა ჯერემი ლემს.
დენვერი – ჰიუსტონი 117-110
სან ანტონიო – ტორონტო 106-110
ატლანტა – ვაშინგტონი 152-133
ნიუ იორკი – ბრუკლინი 110-97
ორლანდო – კლიპერსი 97-112
მემფისი – ფინიქსი 114-109
ნიუ ორლეანი – ბოსტონი 123-108