ლიგა 2-ში ვითარება დაიძაბა - ლიდერებში დიდი ბრძოლაა [ვიდეო]
ლიგა 2-ში ვითარება დაიძაბა - ლიდერებში დიდი ბრძოლაა [ვიდეო]

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მერვე ტურის მატჩები გაიმართა, რომელმაც სატურნირო ცხრილში მდგომარეობა საგრძნობლად დაძაბა.

ლიდერთა შეხვედრა ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც „სამტრედიამ“ თბილისის „მერანს“ უმასპინძლა და ერთადერთ ქულას დასჯერდა 1:1. სტუმრები 45-ე წუთზე რაფაელ ჩუკურვამ დააწინაურა, მაგრამ სამტერდიელთა თავდამსხმელმა გურამ სამუშიამ 66-ე წუთზე პენალტით წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ, ფრე – 1:1.

„თელავმა“ საკუთარ მოედანზე ქობულეთის „შუქურა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:1. გამარჯვებულებიდან გაიტანეს დმიტრო პუდიმ (19), რატი კაკიაშვილმა (22) და ირაკლი რუხაძემ (53. პენალტი). ერთი გოლიც საკუთარ კარში გიორგი ჯანჯღავამ (71) ჩაჭრა, სტუმართა გოლის ავტორი კი ბექა კაკუშაძეა (61).

„დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ „ცხინვალმა“ ლანჩხუთის „გურია“ მიიღო და ანგარიშით 5:0 დაამარცხა. გოლები გაიტანეს კახა კახაბრიშვილმა (1), გიორგი ბუხაიძემ (38), გიორგი ქურდაძემ (58), გურამ მინდორაშვილმა (68) და გიგა სამხარაძემ (71). აღსანიშნავია, რომ „ცხინვალის“ თავდამსხმელს, ალექსანდრე შენგელიას გატანის რეალური შანსი 34-ე წუთზე ჰქონდა, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა.

პირველ ადგილზე ისევ თბილისის „მერანია“ (17 ქულა), „ცხინვალი“ 16 ქულით მეორეზე დაწინაურდა და დააქვეითა „სამტრედია“, რომელიც 15 ქულით „თელავთან“ ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს.

ცხინვალი – გურია 5-0

ცხინვალი 5-0 გურია // იხილეთ გატანილი გოლები/ სრულ მიმოხილვას შემოგთავაზებთ მოგვიანებით1-0 კახი კახაბრიშვილი 2-0 გიორგი ბუხაიძე 3-0 გიორგი ქურდაძე 4-0 გურამ მინდორაშვილი 5-0 გიგა სამხარაძე

Posted by FC Tskhinvali on სამშაბათი, 23 აპრილი, 2019