ლიგა 2 | „რუსთავმა“ კაცნაკლულ „ლოკომოტივთან“ ლიდერობა დაკარგა - „სიონი“ პირველ ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT
„გაგრამ“ ეროვნულ ლიგა 2-ში მე-15 ტურის შეხვედრები გამართა და სატურნირო ცხრილში მორიგი ცვლილებები მოხდა. ლიდერმა „რუსთავმა“ ერთ-ერთი კონკურენტი თბილისის „ლოკომოტივი“ ვერ დაამარცხა, რომელიც 36-ე წუთზე, ფრენც ჩილეშეს გაძევების შემდეგ 10 კაცით დარჩა და მეორე ადგილზე დაქვეითდა. ამით ბოლნისის „სიონმა“ ისარგებლა, რომელმაც ნიკა ქოქოსაძის და ლუკა ჩაგანავას გოლებით საგარეჯოს „გარეჯი“ 2:0 დაამარცხა. თამაში მოიგო „დინამო 2“-მაც, რომელმაც „ვიტ ჯორჯიას“ იმავე ანგარიშით სძლია – გოლები სანდრო ფეიქრიშვილისა და ნიკა ცეცხლაძის ანგარიშზეა.
ხობში „კოლხეთისა“ და დუშეთის „არაგვის“ შეხვედრას თითქმის 20 წუთი დაემატა, რადგან 83-ე წუთზე „კოლხეთის“ ფეხბურთელი,თორნიკე დუნდუა დაშავდა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თამაში კი პაუზის შემდეგ გაგრძელდა. შეხვედრის ბედი 90+17-ე წუთზე გადაწყდა. სწრაფი კონტრშეტევა ანატოლი მესიაჩენკომ დააგვირგვინა და მასპინძლებმა 2:1 იმარჯვეს.
ეროვნული ლიგა 2, მე-15 ტური
დინამო-2 თბ 2 : 0 ვიტ ჯორჯია
„ვიტალი დარასელია“ – თბილისი
გოლები: 1:0 ალექსანდრე ფეიქრიშვილი (68), 2:0 ნიკა ცეცხლაძე (77).
სიონი 2 : 0 გარეჯი
„თამაზ სტეფანია“ – ბოლნისი
გოლები: 1:0 ნიკა ქოქოსაძე (31. დათა სიჭინავას პასით), 2: 0 ლუკა ჩაგანავა (52. დათა სიჭინავას პასით)
კოლხეთი ხობი 2 : 1 არაგვი
„პაატა თათარიშვილი“ – ხობი
გოლები: 0:1 დავით მაისაშვილი (42), 1:1 სანდრო ავალიანი (70. გიორგი ჭედიას პასით), 2:1 ანატოლი მესიაჩენკო (90+17. ირაკლი შონიას პასით)
რუსთავი 0 : 0 ლოკომოტივი
„ტექნიკური ცენტრი“ – რუსთავი
შტურმი – სპაერი 0:3
გოლები: 0:1 გიორგი ცეცხლაძე (35), 0:2 ცოტნე ჩოთალიშვილი (59), 0:3 თორნიკე თამაზაშვილი (89).
ეროვნული ლიგა 2
1. სიონი 29
2. რუსთავი 27
3. დინამო-2 თბ 27
4. გარეჯი 22
5. სპაერი 21
6. არაგვი 18
7. ვიტ ჯორჯია 18
8. შტურმი 16
9. ლოკომოტივი 15
10. ხობის კოლხეთი 13