ლიგა 2-ის შეხვედრებში სტუმრებმა მოიგეს
ლიგა 2-ის შეხვედრებში სტუმრებმა მოიგეს

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2“-ში პირველი ტური დასრულდა. დღეს ორი მატჩი გაიმართა და ორივე სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.

ფოთის „პარკი არენაზე“ „კოლხეთი 1913“-მა ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე გიორგი კურმაშვილმა გაიტანა.

მუხიანის სპორტულ კომპლექსში „გაგრამ“ თბილისის „მერანი“ მიიღო და დამარცხდა – 2:3. „მერანმა“ ანგარიში მე-16 წუთზე მეტოქის მცველის, გიორგი ტყეშელაშვილის ავტოგოლით გახსნა. „გაგრამ“ თენგიზ ბრეგვაძის (39 წთ) გოლით ანგარიში გაათანაბრა. გოგი ფიფიამ (57 წთ) სტუმრები პენალტით ისევ დააწინაურა, 64-ე წუთზე კი „გაგრას“ თავდამსხმელმა, ზვიად მეტრეველმა წონასწორობა მეორედ აღადგინა. „მერანმა“ ბოლომდე იბრძოლა და გამარჯვება 93-ე წუთზე გიორგი დათუნაიშვილის გოლით მოიპოვა 2:3.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2“-ში მე-2 ტური 8 მარტს დაიწყება და სამ დღეს გაგრძელდება.