ლიგა 2-ის მეოთხე წრის საუკეთესოები - სეფიაშვილი, კირკიტაძე და რჩეული თერთმეტი
ლიგა 2-ის მეოთხე წრის საუკეთესოები - სეფიაშვილი, კირკიტაძე და რჩეული თერთმეტი

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის“ მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელი „სამტრედიას“ მეკარე კოკა სეფიაშვილი გახდა, როემლმაც შესანიშნავი თამაშები აჩვენა და გუნდის მეორე ადგილზე დაწინაურებში დიდი როლი ითამაშა.

მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელად „გაგრას“ დამრიგებელი გაგა კირკიტაძე აღიარეს, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა წრეში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა. თუმცა, პლეი-ოფში მოსახვედრად ეს საკმარისი მაინც არ გამოდგა.

რაც შეეხება „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის“ მეოთხე წრის სიმბოლურ ნაკრებს, ის 4-4-2 სათამაშო სქემით დაკომპლექტდა და შემდეგი ფეხბურთელები მოიხვდნენ:

მეკარე – კოკა სეფიაშვილი (სამტრედია)

მცველები: ვასილ ხოსიტაშვილი (გაგრა), ანტონ თოლორდავა (თელავი), ომარ პატარქალიშვილი (გაგრა), გიორგი გაფრინდაშილი (მერანი)

ნახევარმცველები: გურამ სამუშია (სამტრედია), თემურ შარაშენიძე (გურია), ლუკა გუგუჩია (ზუგდიდი), ირაკლი რუხაძე (თელავი)

თავდამსხმელები: გიორგი ივანიძე (სამტრედია), გიორგი ნიქაბაძე (მერანი)

erovnuli liga 2