გაიმართა ეროვნულ ლიგა 2-ის პლეიოფის მატჩები, რომლის შედეგებიც სენსაციური არ იყო, მაგრამ მოულოდნელი მაინც აღმოჩნდა.
ერთმანეთს ეროვნულ ლიგა 2-ში მომავალი წლის ორი საგზურისთვის ლიგის მეშვიდე-მერვე ადგილებზე გასული „რუსთავი“ და „ვიტ ჯორჯია“ ლიგა 3-ის მესამე-მეოთხეადგილოსან გუნდებს დაუპირისპირდნენ და დაბალლიგელებთან ერთი მატჩიც ვერ მოიგეს.
ვიტ ჯორჯია 0:0 არაგვი
კოლხეთი ხობი 1:0 რუსთავი
განმეორებითი მატჩები შაბათს, 10 დეკემბერს გაიმართება და ეროვნული ლიგა 2-ის ორი საგზურის მფლობელი გაირკვევა:
რუსთავი – კოლხეთი ხობი
13:00. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი
არაგვი – ვიტ ჯორჯია
13:00. მარაკანა – თბილისი