„ლიგა 2“-ის ბომბარდირმა მორიგი დუბლი შეასრულა - „მერანი“ შეუჩერებელია
„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2“-ში 28 ტურის შეხვედრები ლიდერთა გამარჯვებებით დასრულდა. პირველადგილოსანმა თბილისის „მერანმა“ მოიგო და „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ გადასასვლელად მორიგი ნაბიჯი გადადგა. ასევე გაიმარჯვა მეორეადგილოსანმა „სამტერდიამ“ და თუ რამე სასწაული არ მოხდა, მინიმუმ გადასასვლელ პლეი ოფში ითამაშებს.
ზუგდიდი 0:3 სამტრედია
განმუხური. ცენტრალური
გოლები: 0:1 სტრაჰინია პავიშიჩი (38), 0:2 ავთო ენდელაძე (50), 0:3 გურამ სამუშია (64)
64-ე წუთზე გურამ სამუშიამ გააფუჭა პენალტი
გურია – თელავი 4:1
ევგრაფი შევარდნაძე – ლანჩხუთი
გოლები: 0:1 იაროსლავ კვასოვი (21), 1:1 თამაზ ლომსაძე (61), 2:1 გიორგი ჯანჯღავა (67), 3:1 თეიმურაზ შარაშენიძე (74), 4:1 თეიმურაზ შარაშენიძე (87).
გაძევება: გიორგი ერისთავი (75)
შუქურა – კოლხეთი 1913 1:0
ევგრაფი შევარდნაძე – ლანჩხუთი
გოლები: 1:0 გელა გოგიტიძე (53)
ცხინვალი – შევარდენი 1906 1:2
მუხიანის სპორტული კომპლექსი – თბილისი
გოლები: 0:1 ევგენი ჩეპურნენკო (16), 0:2 თამაზ ბაბუნაძე (41), 1:2 ნიკოლოზ გაბრიჩიძე (57)
მერანი თბ – გაგრა 2 : 0
სპაერის სტადიონი – თბილისი
გოლები: 1:0 გიორგი ნიქაბაძე (25), 2:0 გიორგი ნიქაბაძე (31)
1. „მერანი“ თბ 70
2. „სამტრედია“ 59
3. „შევარდენი“ 1906 48
4. „თელავი“ 45
5. „შუქურა“ 38
6. „გაგრა“ 31
7. „ცხინვალი“ 29
8. „ზუგდიდი“ 25
9. „გურია“ 23
10. „კოლხეთი 1913“ 20
თბილისის „მერანის“ თავდამსხმელმა, გიორგი ნიქაბაძემ დუბლით ლიგა 2-ის ბომბარდირებში პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცა და 24 გოლით პირველ ადგილზეა. მეორე პოზიციაზე მისი თანაგუნდელი იაგო დეისაძეა, რომელმაც რვა გოლით ნაკლები გაიტანა.
ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ გიორგი ნიქაბაძე ეროვნული ლიგა 2-ის მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. თბილისის „მერანის“ ფეხბურთელს სპეციალური პრიზი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა „გაგრასთან“ მატჩამდე გადასცა.