ლიგა 2-ის ბომბარდირი „დილაში“ - მაქაცარია გორში 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანმა გორის „დილამ“ პირველი ტრანსფერი განახორციელა – გუნდის წევრი „გაგრას“ თავდამსხმელი თამაზ მაქაცარია გახდება.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, 26 წლის თავდამსხმელი გორელებს პირობებზე შეუთანხმდა, ხოლო კონტრაქტი ოფიციალურად დღეს გაფორმდება. შესაბამისად, კლუბი ინფორმაციას დღეს ან უახლოეს პერიოდში გაასაჯაროვებს.
თამაზ მაქაცარია ის ბომბარდირია, რომელმაც „გაგრა“ ეროვნულ ლიგაში დააბრუნა. მან „გაგრას“ და ქობულეთის „შუქურას“ ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა – ქობულეთში ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ, „გაგრამ“ განმეორებითი შეხვედრა (1:0) სწორედ მისი გოლით მოიგო და ეროვნულ ლიგაში 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
24 გოლით „გაგრას“ 26 წლის თავდამსხმელი ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა – ეს მიუხედავად იმისა, რომ, ფაქტობრივად, მთელი მესამე წრე გაუცდა.
ეროვნულ ლიგაში, საქართველოს თასზე და კონფერენს ლიგაზე 26 წლის თავდამსხმელმა ჯამში 28 შეხვედრა ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა, გახდა ლიგა 2-ის ბომბარდირი. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, თამაზ მაქაცარია გორის „დილასთან“ ხელშეკრულებას 2-წლიანი ვადით გააფორმებს.