ლიეტუვის თასის ფინალში გადამწყვეტი გოლი ჭაფოძის საგოლე პასით გავიდა - მატჩს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები დაესწრნენ #1TVSPORT
ლიეტუვის თასის ფინალში გადამწყვეტი გოლი ჭაფოძის საგოლე პასით გავიდა - მატჩს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები დაესწრნენ #1TVSPORT

ლევან ჭაფოძე და ოთარ კობახიძე ლიეტუვის თასის მფლობელები არიან – ფინალში პირველი დივიზიონის „ტრანსინვესტი“ უმაღლესლიგელ „შიაულიაის“ დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა.

ტრანსინვესტმა“ ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვა. ფინალში ფლანგის შემტევი კობახიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 88 წუთი ითამაშა, ხოლო ჭაფოძე მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა.

მე-80 წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, „ტრანსინვესტისფეხბურთლმა, ლინას ზინგსერტასმა გადამწყვეტი ბურთი გაიტანა, საგოლე გადაცემა კი 34 წლის მარჯვენა მცველმა, ლევან ჭაფოძემ შეასრულა.

ტრანსინვესტი“, რომელიც 2022 წლის აპრილში დაარსდა, ვილნიუსის უბნის გუნდია. ლიეტუვის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგის უპირობო ლიდერია და მალე მთავარი ლიგის საგზურს მოიპოვებს, თასის მოგებით კი მომავალ წელს კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ ფინალურ თამაშს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესწრებოდნენ, რომლებიც ლიეტუვის ფეხბურთის ფედერაციის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად ფიფა-ს ლეგენდების ნაკრების შემადგენლობაში ლიეტუველ ვეტერანებს შეხვდნენ. ფიფა-ს გუნდის რიგებში ლევან კობიაშვილმაც ითამაშა.