ლიეტუვის ნაკრების ფეხბურთელს უკვირს - უცნაურია, საქართველო ქვედა ლიგაში რომ გამოდის
ლიეტუვის ნაკრების ფეხბურთელს უკვირს - უცნაურია, საქართველო ქვედა ლიგაში რომ გამოდის

ლიეტუვის ნაკრების ფეხბურთელი მანტას კუკლისი გაოცებულია, რომ საქართველოს ნაკრები ყველზე დაბალ, მეოთხე დივიზიონში თამაშობს.

კუკლისი ყაზახეთის პრემიერლიგის „ჟეტისუში“ თამაშობს და ინტერვიუ ყაზახურმა გამოცემა “vesti.kz”-მ ჩამოართა. კითხვა ერთა ლიგაზე ლიეტუვასა და ყაზახეთის ნაკრებების წარუმატებელი გამოსვლის მიზეზებს ეხებოდა. ლიეტუველმა ნახევარმცველმა კი საქართველოზე დაიწყო ლაპარაკი.

„ცოტა უცნაურია, რომ ლიტვა “ც” დივიზიონში თამაშობს, ხოლო საქართველო და ბელორუსი ქვედა ლიგებში გამოდიან. “დ”დივიზიონში რომ გვეთამაშა, მაშინ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის გაცილებით მეტი შანსი გვექნებოდა“ – ამბობს ლიეტუვის ნაკრების ფეხბურთელი.

31 წლის კუკლისმა ლიეტუვის ნაკრების შემადგენლობაში 30 შეხვედრა ჩაატარა და შარშან, 24 მარტს, თბილისში საქართველოს წინააღმდეგაც ითამაშა.