ლიეტუვამ თურქეთთან ხელშეკრულება გააფორმა „ბაირაქტარის“ შესაძენად, რომელსაც უკრაინას გადასცემს
ლიეტუვამ „ბაირაქტარის“ უპილოტო საფრენი აპარატის შესაძენად თურქეთთან ხელშეკრულება გააფორმა. ვილნიუსი უპილოტო საფრენი აპარატის გადაცემას უკრაინისთვის გეგმავს. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.
სწორედ ამ მიზნით, რიგითმა ლიეტუველებმა, ერთ-ერთი ტელეწამყვანის მოწოდების საფუძველზე, სამ დღეში ხუთ მილიონამდე ევროს მობილიზება შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რეალიზაციის შეთანხმებაზე დოკუმენტს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვილიუს სემეშკამ და თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა მოაწერეს ხელი.