სუპერგოლები ნოდარ ქავთარაძისგან - ლიდერთა შეხვედრა ქუთაისელებმა მოიგეს  [ვიდეო]
სუპერგოლები ნოდარ ქავთარაძისგან - ლიდერთა შეხვედრა ქუთაისელებმა მოიგეს [ვიდეო]

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მეტერთმეტე ტური წყალტუბოს 26 მაისის სტადიონზე ლიდერთა მატჩით გაიხსნა – ქუთაისის „ტორპედომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

წვიმის მიუხედავად, შეხვედრას 2000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. პირველივე ტაიმში ქუთაისელები ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ – „ტორპედო“ ნოდარ ქავთარაძის დუბლით (მე-3 და 28-ე წუთები) 2:0-ს იგებდა. ქუთაისელთა ნახევარმცველის ორივე გოლი ძალიან ეფექტური გამოდგა.


წინა ტურის მსგავსად, ბათუმელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. ნიკა საბანაძემ შესვენებამდე (45+1) სხვაობა მინიმუმამდე პენალტით შეამცირა, ხოლო ჯოვინო ფლამარიონმა მეორე ნახევარში (62) მისი გადაცემით წონასწორობა აღადგინა – 2:2.

თამაშის დარჩენილი ნაწილი დაძაბულად წარიმართა, შეხვედრის ბედი კი მე-80 წუთზე, ბუდუ ზივზივაძემ თავური დარტყმით გადაწყვიტა და „ტორპედომ“ 3:2 მოიგო.

ქუთაისელებმა 20 ქულა დააგროვეს, თბილისის „დინამოს“ გადაასწრეს და მესამე ადგილზე დაწინაურდნენ. ბათუმელები კი 22 ქულით ისევ პირველ ადგილზე არიან, მაგრამ 5 მაისს „საბურთალო“ „ლოკომოტივს“ თუ მოუგებს, პირველობას დაიბრუნებს.