ბათუმის „დინამომ“ უშუალო კონკურენტი „ვიტ ჯორჯია“ დაამარცხა და ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
ანგასას მოედანზე გამართული ლიგა 2-ის მე-20 ტურის შეხვედრა ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო რთულ პირობებში ჩატარდა. ანგარიში „ვიტ ჯორჯიამ“ 45-ე წუთზე შოთა დავლაშელიძის გოლით გახსნა.
ბათუმელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჯოვინო ფლამარიონმა წონასწორობა 90+4-ე წუთზე აღადგინა, ხოლო 90+7-ე წუთზე ვალერიან თევდორაძემ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და „დინამომ“ 2:1 მოიგო.
ბათუმელებმა 20 ტურის შემდეგ 38 ქულა დააგროვეს და „ვიტ ჯორჯიას“ უკვე 6 ქულით გაასწრეს, რომელსაც „გაგრაც“ წამოეწია.
ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა:
„ცხინვალი“ – „შუქურა“ 0:2
„გაგრა“ – „სამგურალი“ 1:0
„ნორჩი დინამო“ – „შევარდენი 1906“ 1:0
„მერანი“ – „თელავი“ 2:0.