თბილისის „მიხეილ მესხზე“ გამართული ეროვნული ლიგის ლიდერთა მატჩი „საბურთალოს“ გამარჯვებით დასრულდა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებს 31 ქულა ჰქონდათ და თბილისის „დინამოს“ ორი ქულით ასწრებდნენ. კახა კაჭარავას გუნდს ლიდერობის დაბრუნება მოგების შემთხვევაში შეეძლო, მაგრამ ამ დაძაბული მატჩის ბედი მსაჯის მიერ დამატებულ 92-ე წუთზე გადაწყდა.
ბექა გვარაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ, „საბურთალოს“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ვაგნერ გონსალვესმა მცველს დაასწრო და თავური დარტყმით „დინამოს“ კარის ბადე აიღო 1:0.
წელს „საბურთალომ“ კონკურენტს ამ ანგარიშით მეორედ მოუგო და 34 ქულა დააგროვა. ჭიაბრიშვილის გუნდმა „დინამოს“ უკვე ხუთი ქულით გაასწრო. მეორე პოზიცია კი 30 ქულით გორის „დილამ“ შეინარჩუნა.