ლიდერთა დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა
ლიდერთა დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა
ეროვნული ლიგის მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა ორ „დინამოს“ შორის ფრედ დასრულდა – თბილისურმა კლუბმა ბათუმელები „დინამო-არენაზე“ მიიღო და მატჩი, ანგარიშით 1:1 დაასრულა.
 
თბილისელებმა პირველ ტაიმში მეტოქეზე მეტი მომენტები შექმნეს, შანსი სტუმრებსაც ჰქონდათ, მაგრამ მათი რეალიზება ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა.
ანგარიში 50-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გახსნა 0:1. თბილისელებმა წონასწორობა 55-ე წუთზე აღადგინეს, როდესაც სტუმართა კარში დანიშნული პენალტი ნიკა ნინუამ გოლად აქცია 1:1. საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა.
ორი ტურის შემდეგ, ეროვნულ ლიგაში უდანაკარგოდ თბილისის „ლოკომოტივი“ ლიდერობს – 6 ქულა, 4-4 ქულით მეორე-მესამე ადგილზე გორის „დილა“ და „საბურთალო“ არიან. საჩხერეს „ჩიხურას“ და ქუთაისის „ტორპედოს“ კი ჯერ ქულაც არ აქვთ.