გერმანიის დედაქალაქ ბერლინში პრეტენდენტთა ტურნირის მერვე ტური გაიმართა. ოთხიდან სამი პარტია ყაიმით დასრულდა, ერთადერთ შედეგიან პარტიაში კი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, ვლადიმირ კრამნიკი დამარცხდა.
რვა ტურის შემდეგ ისევ ამერიკელი დიდოსტატი ფაბიანო კარუანა ლიდერობს, რომელსაც 5.5 ქულა აქვს და ნახევარი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს.
მერვე ტურის პარტიები ასე დასრულდა:
დინ ლიჟენი (ჩინეთი) – ლევონ არონიანი (სომხეთი) – 0,5:0,5
ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) – ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) – 1:0
შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – 0,5:0,5
უესლი სო (აშშ) – ფაბიანო კარუანა (აშშ) – 0,5:0,5
მდგომარეობა რვა ტურის შემდეგ:
1. კარუანა – 5.5 ქულა;
2. მამედიაროვი – 5 ქულა;
3. გრიშჩუკი – 4.5 ქულა;
4. დინ ლიჟენი – 4 ქულა;
5-6. კრამნიკი, კარიაკინი – 3.5 ქულა;
7-8. არონიანი, სო – 3 ქულა.
პრეტენდენტთა ტურნირი ორწრიანია და მოჭადრაკეებმა ჯამში 14 ტური უნდა ითამაშონ. გამარჯვებული მიიღებს უფლებას – საჩემპიონო მატჩში დაუპირისპირდეს ტიტულის მფლობელს, ნორვეგიელ მაგნუს კარლსენს.