ლიდერებს მიუახლოვდა - „სამგურალმა“ „სამტრედია“ დაამარცხა #1TVSPORT
ლიდერებს მიუახლოვდა - „სამგურალმა“ „სამტრედია“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 24-ე ტური, რომლის ყველა შეხვედრაც დღეს გაიმართება, წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრით დაიწყო.

სამგურალმა“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და უკვე მე-7 წუთზე დაწინაურდა. „სამტრედიას“ მოთამაშის გადაცემა სტუმართა ნახევარზე ჩაჭრეს, შეტევა სერგო კუხიანიძემ განავითარა და კარში დაარტყა – მეკარე ბექა ქურდაძემ ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ალექსანდრე ვერულიძემ მაინც გაიტანა 1:0.

წყალტუბოელებმა „სამტრედიას“ კარი 25-ე წუთზე მეორედ აიღეს. ალექსანდრე ვერულიძემ უკვე მარჯვენა ფლანგზე ითამაშა კარგად და ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც პაპუნა ფონიავა გათავისუფლდა და ზუსტად დაარტყა 2:0.

37-ე წუთზე ალექსანდრე ვერულიძემ კიდევ ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა – ამჯერად „სამტრედიას“ კარი უკვე სერგო კუხიანიძემ აიღო, რომელმაც 73-ე წუთზე პენალტი გამოიყენა და დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0 „სამგურალის“ სასარგებლოდ.

24 ტურის შემდეგ „სამგურალმა“ 33 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე კი დარჩა, მაგრამ მეოთხე-მეხუთეადგილოსანსაბურთალოსთან“ და „ლოკომოტივთან“ (36-36) სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. „სამტრედია“ (13 ქულა) კვლავ ბოლო, მე-10 ადგილზეა.