ლიდერების მორიგი გამარჯვებები NBA-ში
ლიდერების მორიგი გამარჯვებები NBA-ში

მორიგი შეხვედრები გაიმართა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. კონფერენციის ლიდერებმა, გამარჯვებები ჩაიწერეს აქტივში. რთული შეხვედრა მოიგო აღმოსავლეთის პირველმა გუნდმა. ბოსტონ „სელტიქსმა“ სტუმრად „ბერკლეის ცენტრში“ ბრუკლინ „ნეტსი“ დაძაბულ მატჩში, ანგარიშით 87-85 დაამარცხა. თამაშის ბედი უკანასკნელ წამებზე გადაწყდა, როდესაც ბოსტონელებმა ჯეისონ ტატუმისა და კაირი ირვინგის ზუსტი ტყორცნებით, 4 ქულიან ჰანდიკაპს მიაღწიეს. ამის მიუხედავად, მასპინძლებს მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა შეეძლოთ, თუმცა ჰოლის ჯეფერსონის მიერ უკანასკნელ წამზე ნატყორცნი ბურთი, მიზანს ასცდა. საბოლოოდ, „სელტიქსმა“ 87-85 მოიგო.

დასავლეთ კონფერენციაში იოლ გამარჯვებას მიაღწია გოლდენ სტეიტ „უორიორზმა“. მოქმედმა ჩემპიონებმა სტუმრად „სტეიპლზ ცენტრში“ შესუსტებული, ლოს ანჯელესკლიპერსი“ 125-101 დაამარცხეს. დანილო გალინარის და მილოშ ტეოდოსიჩის არყოფნას მატჩის დებიუტში ბლეიკ გრიფინის ტრავმაც დაერთო.

კალიფორნიელთა ლიდერს მეტოქის ხელი მოხვდა სახეში, რის შემდეგაც უხერხულად დაეცა და ტვინის შერყევა მიიღო. სტუმრებმა გადამწყვეტი გაქცევა მესამე მეოთხედში გააკეთეს და თამაშს ინტრიგა დაუკარგეს. ზაზა ფაჩულია ძირითად ხუთეულში იყო. ქართველმა ცენტრმა 13:40 წუთში 4 ქულა და 5 მოხსნა გააკეთა. ბრწყინვალე ფორმაშია სტეფ კარი, კევინ დიურანტის არყოფნაში, ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო სნაიპერმა, 45 ქულა გააკეთა. „კლიპერსს“ ლუ უილიამსმა ულიდერა 23 ქულით. გუშინ გამართული, სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ორლანდო-კლივლენდი 127-131
დეტროიტი-ჰიუსტონი 108-101
ინდიანა-ჩიკაგო 125-86
ვაშინგტონი-მილუოკი 103-110
მინესოტა-ნიუ ორლეანი 116-98
საკრამენტო-დენვერი 106-98.