ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავალეთ კონფერენციის ლიდერებმა რეგულარულ სეზონზე მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეეს. “ჰიუსტონმა” ლოს ანჯელესის “სტეიპს ცენტრში” “ლეიკერსი 23 ქულის სხვაობით 118-95 დაამარცხა.
ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო ტეხასელების ლიდერი ჯეიმს ჰარდენი, რომელმაც 36 ქულა 4 მოხსნა და 9 პასი დააგროვა. კრის პოლის ანგარიშზე 21 ქულა 4 მოხსნა და 6 პასი იყო. ერიკ გორდონმა პირად აქტივში 22 ქულა ჩაიწერა. მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი კაელ კუზმა გამოდგა, რომელმაც 22 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ბრანდონ ინგრემის ანგარიშზე 18 ქულაა.
მორიგი იოლი გამარჯვება მოიპოვა მოქმედმა ჩემპიონმა “გოლდენ სტეიტ უორიორსმა”. სტივ კერის გუნდმა “მაიამი ჰიტს” სტუმრად 123-95 სძლია. ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ მოედანზე გატარებულ არასრულ 18 წუთში 8 ქულა 4 მოხსნა და 2 პასი შესძინა საკუთარ გუნდს. “გოლდენ სტეიტში” საუკეთესო 30 ქულით სტეფ კარი გამოდგა. კევინ დიურანტმა 24, კლეი ტომპსონმა კი 19 ქულა დააგროვეს.
4 დეკემბერი
ნიუ იორკი – ორლანდო 100-105
მინესოტა – კლიპერსი 112-106
ოკლაჰომა – სან ანტონიო 90-87