ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. “გოლდენ სტეიტ უორიორსმა” საკუთარ “ორაკლ არენაზე” აუტსაიდერ “საკრამენტო კინგსს” უმასპინძლა და მეტოქესთან მოულოდნელად 110-106 დამარცხდა. სტივ კერის გუნდი ლიდერების კევინ დიურანტისა და სტეფ კარის გარეშე თამაშობდნენ. სტუმართა რიგებში საუკეთესო 19 ქულით ვილი კოლი სტეინი გამოდგა. ნბა-ს მოქმედი ჩემპიონის რიგებში ყველაზე მეტი 21 ქულა კელი ტომპსონმა დააგროვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ მოედანზე გატარებულ არასრულ 15 წუთში 3 ქულა 3 მოხსნა და 4 პასი ჩაიწერა პირად აქტივში.
მოულოდნელი მარცხი განიცადა აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა “ბოსტონმა”. “სელტიკსმა” საკუთარ “თი დი გარდენში” “დეტროიტ პისტონს” უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით 118-108 წააგო. დეტროიდელთა რიგებში 31 ქულით საუკეთესო ტობაიას ჰარისი გამოდგა, ანდრე დრამონდმა 26 ქულითა და 22 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ბოსტონელთა რიგებში კი ყველაზე მეტი 23 ქულა მარკუს სმარტის ანგარიშზეა. კაირი ირვინგმა საკუთარ გუნდს ამჯერად 18 ქულა შესძინა. წარმოგიდგენთ სხვა მატჩების შედეგებს
ინდიანა – ორლანდო 121-109
ფილადელფია – კლივლენდი 91-113
ნიუ იორკი – პორტლენდი 91-103
ჰიუსტონი – ბრუკლინი 117-103
სან ანტონიო – დალასი 115-108
კლიპერსი – ლაკერსი 120-115
ნიკოლოზ ბერაძე