ლიცენზირების კურსზე გამოცდები დაიწყო
ლიცენზირების კურსზე გამოცდები დაიწყო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით UEFA-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსის საგამოცდო მოდული დაიწყო.

საგამოცდო მოდულის მასპინძელი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონია, სადაც მოანწილეები და ხელმძღვანელები სოციალური დისტანციის დაცვასაც ახერხებენ ა უსაფრთხოების ნორმებიც შესრულებაც ბევრად ადვილია.

სფფ-ს ცნობით, მოდულის პირველ დღეს კურსანტები თეორიულ გამოცდას ჩააბარებენ, მომდევნო სამი დღის განმავლობაში კი, პრაქტიკულს.

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 21 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, თითოეული მათგანი საერთაშორისო ხარისხის ლიცენზიას მიიღებს.