ლიბერტადორესის თასის ფინალი ძლიერი წვიმის გამო გადაიდო
ლიბერტადორესის თასის ფინალი ძლიერი წვიმის გამო გადაიდო

სამხრეთ ამერიკის მთავარი საკლუბო ტურნირის – კოპა ლიბერტადორესის თასის ფინალის პირველი მატჩი ერთი დღით გადაიდო. შეხვედრა „ბომბონერას“ სტადიონზე „ბოკა ხუნიორსსა“ და „რივერ პლეიტს“ შორის ძლიერი წვიმის გამო არ გაიმართება, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ არგენტინელმა ჟურნალისტმა დანიელ ედვარდსმა.

გადაწყდა, რომ ფინალის პირველი მატჩი კვირას, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. განმეორებითი მატჩი „რივერ პლეიტის“ სტადიონზე 24 ნოემბერს გაიმართება.