ლიბერტადორესის თასის ფინალი არგენტინის საზღვრებს გარეთ გაიმართება
ლიბერტადორესის თასის ფინალი არგენტინის საზღვრებს გარეთ გაიმართება

ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებითი მატჩი „რივერ პლეიტსა“ და „ბოკა ხუნიორსს“ შორის 8 ან 9 დეკემბერს გაიმართება, – წერს გაზეთ „მირორის“ (The Mirror) ჟურნალისტი ალექს რიჩარდსი. შეხვედრა არგენტინის საზღვრებს გარეთ ჩატარდება და, დიდი ალბათობით, თამაშს პარაგვაის დედაქალაქი ასუნსიონი უმასპინძლებს.

ფინალის პირველი მატჩი 2:2 დასრულდა. განმეორებითი მატჩი 24 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ გაურკვეველი ვადით გადაიდო, რადგან „რივერ პლეიტის“ ფანებმა ქვები დაუშინეს „ბოკა ხუნიორსის“ ავტობუსს, რის გამოც, რამდენიმე ფეხბურთელმა დაზიანება მიიღო.