ლიამ მესემის საოცარი ლელო „ლიონის“ წინააღმდეგ [ვიდეო]
18:50, 23.12.2018
საფრანგეთის „ტოპ 14“-ის მე-12 ტურის შეხვედრაში მამუკა გორგოძის „ტულონი“ „ლიონს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 40:7 გაანადგურა. ქართველი მორაგბე ძირითად შემადგენლობაში იყო და მესამე ხაზში ასპარეზობდა.
შეხვედრის მეორე წუთზე ტულონელთა მგეზავი, ფრანცუა ტრინ-დიუკი ანგარიშის საჯარიმო დარტყმით გახსნას ცდილობდა. ბურთი შუა ძელს მოხვდა და პირდაპირ „ტულონის“ ახალ ზელანდიელ ლეგიონერს ლიამ მესემს ჩაუვარდა ხელში. რვა ნომერმა ლელომდე დარჩენილი მანძილი მალე დაფარა, ერთ მეტოქეს გაცდა და ბურთი დაამიწა.
საბოლოო ჯამში „ტულონმა“ მეტოქეს ხუთი ლელო დაუდო. ჰეთ-თრიქი შეასრულა უკანახაზელმა ფილიპო ნაკოსიმ.
12 ტურის შემდეგ ტულონურ კლუბს 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს. „ლიონი“ კი 31 ქულით მეექვსე ადგილზეა.