ლიამ ლოუსონი „რედ ბულის“ პილოტი გახდა #1TVSPORT
ლიამ ლოუსონი „რედ ბულის“ პილოტი გახდა #1TVSPORT

ზელანდიელმა ლიამ ლოუსონმა „რედ ბულთან“ გააფორმა კონტრაქტი. 22 წლის ავტომრბოლი 2025 წლის სეზონში ფორმულა 1-ში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის მაქს ფერსტაპენის თანაგუნდელი იქნება, – წერს ავსტრიული გუნდის პრესსამსახური.

ლოუსონმა შეცვალა სერხიო პერესი, რომელმაც ოთხი სეზონის შემდეგ დატოვა „რედ ბული“. 2024 წლის ჩემპიონატში მექსიკელმა პირად ჩათვლაში მე-8 ადგილი დაიკავა.

ლიამ ლოუსონი „რედ ბულის“ ახალგაზრდულ პროგრამას 2019 წელს შეუერთდა. მას ფორმულა 1-ში 11 რბოლა აქვს ჩატარებული და სამჯერ მოხვდა ქულათა ზონაში.