„ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო გახდა #1TVSPORT
„ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო გახდა #1TVSPORT

„ლევერკუზენმა“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა დაასახელა. გუნდს სათავეში ჩაუდგება ესპანელი ჩაბი ალონსო. ის ამ პოსტზე ხერარდო სეოანეს შეცვლის.

ფეხბურთელის რანგში ალონსო „სოსიედადში“, „ლივერპულში“, „რეალსა“ და „ბაიერნში“ თამაშობდა. კარიერის დასრულების შემდეგ, ის მადრიდის „რეალის“ იუნიორთა გუნდში მუშაობდა და იყო „რეალ სოსიედადი B“-ს მთავარი მწვრთნელი.

„ლევერკუზენი“ ბუნდესლიგის რვა ტურის შემდეგ ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა.