„კაპიტან ამერიკას დრო წავიდა, ახლა კაპიტანი საქართველოს დროა“, – ასე გამოეხმაურა „ლევანტეს“ ვებგვერდი გუნდში გიორგი ქოჩორაშვილის დაბრუნებას და მის სანაკრებო გოლებს.
საქმე ისაა, რომ ქოჩორაშვილი ახალი სეზონიდან გოლებს Marvel Comics-ის პერსონაჟის, სუპერგმირ „კაპიტანი ამერიკას“ (Captain America) ჟესტებით აღნიშნავს – ასე იყო „ლევანტეში“ და საქართველოს ნაკრებშიც.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჩეხეთთან მოგებულ (4:1) შეხვედრაშიც გაიტანა, ალბანეთთან მატჩის ბედი 71-ე წუთზე ინდივიდუალურად, ეფექტური გოლით გადაწყვიტა და „ჯვაროსნებს“ 3 ქულასთან ერთად, ჯგუფის ლიდერობა მოუტანა.
გიორგი ქოჩორაშვილს ალბანეთთან შეხვედრაში 8,1 ქულა დაუწერა და მატჩის მოთამაშედ დაასახელა ერთდროულად სამმა ანალიტიკურმა საფეხბურთო და სპორტულმა პორტალმა – Wofascore-მ, Flashscore-მ და Whoscored-მა.
უეფა-ს ვებგვერდმა ტრადიციულად ოთხი კანდიდატი აირჩიეს ერთა ლიგის მეორე ტურში საუკეთესო გოლის ავტორის გამოსავლენად – ერთ-ერთი კი გიორგის ალბანეთთან გატანილი გოლია.