ლევანდოვსკის ჰეთ-თრიკი და ჰაალანდის დუბლი - მიუნხენელებმა „დორტმუნდი“ დაამარცხეს #1TVSPORT
ბუნდესლიგის 24-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ დაუპირისპირდნენ.
ფლიკის შეგირდებისთვის პირველი ტაიმის პირველი ნახევარი უიღბლოდ დაიწყო და მათ ათი წუთის რადიუსში ორი ბურთი გაუშვეს – ორივე გოლის ავტორი კი ჰაალანდი გახლდათ. ამის შემდეგ მიუნხენელებმა ნებისყოფისა და ოსტატობის ბრწყინვალე მაგალითი აჩვენეს. ჰაალანდის დუბლს ლევანდოვსკის დუბლი მოჰყვა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა – 2:2.
მეორე ტაიმში სასწორი მიუნხენელების მხარეს გადაიხარა და ფლიკის შეგირდება მეტოქეს კიდევ ორი ბურთი გაუტანეს, ერთ-ერთი გოლის ავტორი კი კვლავ ლევანდოვსკი იყო და ამ მატჩში „ბაიერნის“ პოლონელმა თავდამსხმელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.
უხვგოლიიანი და სანახაობრივი მატჩი საბოლოდ, „ბაიერნის“ გამარჯვებით დასრულდა – 4:2.
გერმანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად „ბაიერნი“ ლიდერობს, „დორტმუნდი“ კი მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.