ლევანდოვსკის „ბაიერნის“ დატოვება და „ბარსელონაში“ გადასვლა სურს #1TVSPORT
„ბაიერნის“ ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის მიუნხენური კლუბიდან „ბარსელონაში“ სურს უნდა, – ამის შესახებ წერს გამოცემა Diario Sport.
წყაროს ცნობით, 33 წლის ფეხბურთელმა უკვე აცნობა თავის გარემოცვას, რომ მზად არის კატალონელებთან კონტრაქტის გასაფორმებლად.
„ბარსელონამ“ უკვე დაიწყო მუშაობა გარიგებაზე, მაგრამ ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ „დორტმუნდის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი უარს ეტყვის კატალონელებს.
ლევანდოვსკის მოქმედი კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. გერმანიის ჩემპიონი მინიმუმ 65 მილიონი ევროს მიღებას აპირებს პოლონელის სანაცვლოდ.