„ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი უცნაური პრიზის მფლობელი გახდა.
პოლონელმა ფეხბურთელმა მიიღო „ოქროს ბურთი“, რომელიც Lego-ს კონსტრუქტორისგან არის აწყობილი. აღნიშავენ, რომ პრიზი მას პოლონელმა რეპერმა Quebonafide-მა აჩუქა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისში გამოცემა „ფრანს ფუტბოლმა“ მიიღო გადაწყვეტილება – არ გაათამაშოს „ოქროს ბურთი“ 2020 წელს. ასეთი გადაწყვეტილება ფრანგებმა კორონავირუსის პანდემიით ახსნეს, აგრეთვე მიზეზად დაასახელეს გამარჯვებულის გამოვლენისას ობიექტურობის დეფიციტი.
აღვნიშნავთ, რომ ლევანდოვსკი ამ პრიზის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო.