„ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი მზად არის „ბარსელონაში“ გადასასვლელად, – იტყობინება Sportitalia.
აღნიშნავენ, რომ პოლონელმა ფეხბურთელმა პრინციპული თანხმობა განაცხადა კატალონურ კლუბში კარიერის გაგრძელებაზე. ახლა, „ბარსელონა“ „ბაიერნის“ პასუხს ელოდება.
ადრე პრესაში დაიწერა, რომ „ბარსელონა“ მზად არის ლევანდოვსკის ტრანსფერში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს. პოლონელის კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 31 გოლი გაიტანა.