„ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ გუნდის ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, – წერს გამოცემა „კიკერი“.
პოლონელი ფეხბურთელი იძულებული გახდა ვადაზე ადრე დაესრულებინა ვარჯიში. დარტყმის დროს მას გაზონზე ფეხი დაუცდა, წაიქცა და დიდი ხანი ვერ ახერხებდა წამოდგომას.
როცა ლევანდოვსკი ექიმებთან მივიდა, ორივე მუხლზე იკიდებდა ხელს. გარკვეული დროის შემდეგ, მან ვარჯიშის განახლება სცადა, მაგრამ მალე დატოვა მინდორი.
ბუნდესლიგის ბომბარდირს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი ტრავმის სიმძმის ხარისხი.