ლევანდოვსკი შეიძლება „ბაიერნიდან“ წავიდეს - პოლონელი მზად არის ახალი გამოწვევებისთვის #1TVSPORT
„ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი მზად არის მიუნხენური გუნდის დასატოვებლად, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა AS-მა.
წყაროს ცნობით, 32 წლის პოლონელი ემზადება კარიერაში ახალი გამოწვევებისთვის და ახალ გუნდში გადასვლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ლევანდოვსკი ტრანსფერისთვის ამ მომენტს იდეალურად მიიჩნევს, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას არ სურს ფეხბურთელთან გამოთხოვება.
ლევანდოვსკის მიმართ ინტერესს გამოთქვამს „პარი სენ-ჟერმენი“, „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“. ფორვარდის კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2023 წლის ზაფხულში იწურება.
გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის 29 მატჩში 41 გოლი გაიტანა და გერდ მიულერის ყველა დროის რეკორდი გააუმჯობესა.