ლევანდოვსკი პსჟ-ის პრიორიტეტული ვარიანტი გახდა #1TVSPORT
ლევანდოვსკი პსჟ-ის პრიორიტეტული ვარიანტი გახდა #1TVSPORT

“პარი სენ-ჟერმენს“ სურს კონტრაქტი გააფორმოს „ბაიერნის“ ფორვარდთან რობერტ ლევანდოვსკისთან.

გაზეთ „ეკიპის“ ინფორმაციით, 33 წლის თავდამსხმელი – პარიზელთა მთავარი სამიზნეა შეტევის გაძლიერებისთვის. პსჟ-ის ხელმძღვანელობა ოცნებობს ლევანდოვსკის დუეტის ხილვას კილიან მბაპესთან.

აღნიშნავენ, რომ საფრანგეთის ჩემპიონს არ სურს ხელიდან გაუშვას პოლონელის შეძენის ვარიანტი, თუ ასეთი შესაძლებლობა გაჩნდება.

გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ 50 მატჩში 46 გოლი გაიტანა. მისი შეძენით „ბარსელონაა“ დაინტერესებული.