ბუნდესლიგის 26-ე ტურის მატჩში „ბაიერნი“ „შტუტგარტს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა მიუნხენელებისთვის უიღბლოდ დაიწყო.
მე-12 წუთზე ალფონსო დეივისმა წითელი ბარათი მიიღო და მიუნხენელები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში კაცნაკლულები თამაშობდნენ. თუმცა, „შტუტგარტს“ რიცხვობრივმა უპირატესობამ ვერ უშველა და მიუნხენელებმა მატჩის საბოლოო ანგარიში (4:0) პირველ ტაიმშივე დააფიქსირეს.
ბრწყინვალედ ითამაშა „ბაიერნის“ პოლონელმა ვარსკვლავმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც „შტუტგარტს“ სამი ბურთი გაუტანა და ჰეთ-თრიკის ავტორი გახდა.
„წითელის ბარათის შემდეგ, მართლა შესანიშნავად ვითამაშეთ, – ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს „ბაიერნის“ ოფიციალური ვებგვერდი. – ამ ინციდენტმა უფრო დიდი მოტივაცია მოგვცა. ჩვენთვის წითელი ბარათი გამოწვევად იქცა, რომ რაც შეიძლება მეტი საგოლე მომენტი შეგვექმნა და გაგვეტანა“, – ამბობებს მიუნხენელთა პოლონელი ვარსკვლავი.