„ბარსელონას“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ლიონელ მესის „ბარსელონაში“ დაბრუნების პერსპექტივაზე ისაუბრა.
„მისი ადგილი „ბარსელონაშია“. თუ მესი დაბრუნდება, ეს რაღაც საოცარი ამბავი იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონში ჩვენ ერთად ვითამაშებთ“, – განაცხადა რობერტ ლევანდოვსკიმ.
მესი „ბარსელონაში“ 2003-დან 2021 წლამდე თამაშობდა და კატალონიურ კლუბში მთელი ეპოქა შექმნა. არგენტინელი ახლა პსჟ-ს ღირსებას იცავს. მესიმ მიმდინარე სეზონში (ყველა ტურნირზე) პარიზულ გუნდში 33 მატჩი გამართა, გაიტანა 18 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შასრულა.