ლევანდოვსკი „ინტერის“ წინააღმდეგ განმეორებით მატჩში ითამაშებს #1TVSPORT
ლევანდოვსკი „ინტერის“ წინააღმდეგ განმეორებით მატჩში ითამაშებს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი შეძლებს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალში „ინტერის“ წინააღმდეგ თამაშს.

როგორც გამოცემა COPE წერს, პოლონელი ფეხბურთელი ვადაზე ადრე ახერხებს ბარძაყის ტრავმის შემდეგ აღდგენას და ითამაშებს „ინტერთან“ მატჩში.

რაც შეეხება „ბარსელონას“ განაპირა მცველის, ალექს ბალდეს თამაშს, მისი მონაწილეობა მატჩში პრაქტიკულად გამორიცხულია.

„ბარსელონასა“ და „ინტერს“ შორის პირველი ნახევარფინალი კატალონელთა მოედანზე 3:3 დასრულდა.