ლევანდოვსკი - ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა მესისა და რონალდოს ეპოქაში საუკეთესო ხდები
17 დეკემბერს ფიფა-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელად „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა.
„ბედნიერი ვარ და კმაყოფილი. ეს ჩემთვის და ჩემი კლუბისთვის დიდი დღეა, – ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს „ბაიერნი“. – ეს ჯილდო ეკუთვნით ჩემს მეგობრებს, „ბაიერნის“ მწვრთნელებსა და პოლონეთის ნაკრებს.
ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა მესისა და რონალდოს ეპოქაში საუკეთესო ხდები. ეს შესანიშნავი შეგრძნებაა“, – განაცხადა წლის საუკეთესო ფეხბურთელმა.
2019/20 წლების სეზონში პოლონელმა თავდამსხმელმა 47 მატჩში 55 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი 17 შეხვედრაში მეტოქის კარი 18-ჯერ აიღო.