გერმანიის საფეხბურთო კავშირმა (VDV) შეაჯამა ხმის მიცემის შედეგები, რომელსაც ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამოევლინა.
როგორც მოსალოდნელი იყო, გამოკითხვაში პირველი ადგილი დაიკავა „ბაიერნის“ ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც ხმების 40.2 პროცენტი მიიღო. მეორე გახდა „დორტმუნდის“ ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო (13,9%), სამეულში მოხვდა „ბაიერნის“ ნახევარმცველი ჯოშუა კიმიხი (7,2%).
31 წლის პოლონელმა ეს ჯილდო კარიერაში მეოთხედ მოიგო.
ლიგის საუკეთესო დებიუტანტი გახდა „ბაიერნის“ მცველი ალფონსო დევისი, ხოლო სეზონის საუკეთესო მწვრთნელია ჰანს-დიტერ ფლიკი.