ლევანდოვსკი „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაგრძელებისთვის ხელფასის შემცირებას თანხმდება #1TVSPORT
ლევანდოვსკი „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაგრძელებისთვის ხელფასის შემცირებას თანხმდება #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი მზად არის, ხელფასის შემცირებას დათანხმდეს, რათა გააგრძელოს კონტრაქტი კატალონურ კლუბთან. 36 წლის ფეხბურთელის მოქმედი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ეს ინფორმაცია გამოცემა Sport.es-მა გაავრცელა.

წყაროს ცნობით, „ბარსელონას“ სამწვრთნელო შტაბს ასევე სურს, რომ ლევანდოვსკიმ გააგრძელოს კლუბში თამაში. ამასთან, კატალონელები განიხილავენ კიდევ ერთი ფორვარდის შეძენის შესაძლებლობას, რათა ლევანდოვსკის დასვენების საშუალება ჰქონდეს.

მიმდინარე სეზონში პოლონელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.