ლევანდოვსკი „ბარსელონაში“ გადასვლისთვის ხელფასის შემცირებას თანხმდება #1TVSPORT
„ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი კარიერის გაგრძელებას „ბარსელონაში“ აპირებს. კატალონურ გუნდში ტრანსფერისთვის პოლონელი მზად არის ხელფასის შემცირებაზე წავიდეს. ამის შესახებ დაწერა ჟურნალისტმა ჯერარდ მორენომ.
„ბაიერნში“ 33 წლის თავდამსხმელის ხელფასი წელიწადში 12.5 მილიონ ევროს შეადგენს.
ლევანდოვსკის კონტრაქტი გერმანიის ჩემპიონთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში 48 გოლი გაიტანა.