„ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ახლოს არის კლუბის შეცვლასთან.
როგორც ინტერნეტ-ტელევიზია TVP Sport იტყობინება, 33 წლის პოლონელმა კატალონიაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ლევანდოვსკიმ უკვე აცნობა „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას იმის შესახებ, რომ სურს კლუბის დატოვება „ბარსელონას“ სასარგებლოდ.
ასევე იწერება იმის შესახებ, რომ ფორვარდმა შეათანხმა პირადი კონტრაქტი ჩავის გუნდთან – ეს არის სამწლიანი ხელშეკრულება წელიწადში 30-40 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით.
ლევანდოვსკის მოქმედი კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. სავარაუდოდ, გერმანიის ჩემპიონი თავისი ფორვარდის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს მოითხოვს.
ამ სეზონში პოლონელმა ბუნდესლიგის 29 მატჩში 32 გოლი გაიტანა.