ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონას“ პოლონელი თავდამსხმელი „რეალის“ წინააღმდეგ ესპანეთის თასის ნახევარფინალში ვერ ითამაშებს.
რობერტ ლევანდოვსკიმ ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში „ალმერიასთან“ (0:1) ტრავმა მიიღო და რეაბილატაციას გარკვეული პერიოდი დასჭირდება.
„ბარსელონასა“ და რეალის დაპირისპირება, რომელიც გულშემატკივრების განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს, 2 მარტს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება.
მნიშვნელოვან და პრინციპულ მატჩში „ბარსელონასთვის“ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელის არყოფნა, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისია.
პოლონელი კატალონიური კლუბის რიგებს 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 25 გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.