საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლევან ყენიამ, „დუდელნჟის“ შემადგენლობაში გოლი გაიტანა.
მისმა გუნდმა მეტოქე 4:2 დაამარცხა. ყენია მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და სამ წლიანი პაუზის შემდეგ თავის გამოჩენა მოახერხა.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ბოლოს გოლი ჩეხეთის ჩემპიონატში თამაშის დროს „ზლინის“ წინააღმდეგ გაიტანა.
ლუქსემბურგის ჩემპიონატში ლევან ყენიას „დუდელანჟი“ მეორე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს