ლევან ყენია ვერ ჩამოდის - „საბურთალოს“ ფეხბურთელი ევროპაშია
ლევან ყენია ვერ ჩამოდის - „საბურთალოს“ ფეხბურთელი ევროპაშია

ლევან ყენია ევროპაშია და საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს – ეს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ განაცხადა.

„საბურთალომ“ სეზონის განახლებისთვის მზადება დაიწყო, მაგრამ გუნდში არა არის 29 წლის გამოცდილი ნახევარმცველი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში უთამაშია.

„ლევანი ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. პანდემიის დროს იგი ევროპაში გაემგზავრა და ახლაც იქ იმყოფება. მწვრთნელებს ლევანთან კონტაქტი აქვთ. გვინდა, რომ ჩამოვიდეს, მას კლუბთან ხელშეკრულება ჯერ კიდევ აკავშირებს“ – ამბობს კახა კაშია.

საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევან ყენია „საბურთალოს“ ფეხბურთელი 2019 წლის ივლისში გახდა. ის ლუქსემბურგის „დუდელანჟიდან“ დაიმატეს.