ლევან ყენია - მიხარია, რომ ჩემს თავში ძალა ვიპოვე
ლევან ყენია - მიხარია, რომ ჩემს თავში ძალა ვიპოვე

ლევან ყენია ეროვნული საფეხბურთო ლიგის შეხვედრაში თბილისის „ლოკომოტივის“ ფორმით გამოჩნდა და „კოლხეთი 1913“-თან ბოლო წუთები ითამაშა.

„2-წლიანი პაუზის შემდეგ, ფეხბურთს მშობლიური კლუბის შემადგენლობაში დავუბრუნდი. მოედანზე გასვლით ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ ჩემს თავში ვიპოვე ძალა და რთული პერიოდი გადავიტანე. ეს იოლი ნამდვილად არ ყოფილა. მინდა, ყველას, ვინც ამ დროის მანძილზე, გვერდში მედგა, მადლობა გადავუხად“, – ამბობს ყენია.

შეგახსენებთ, რომ ყენიას 2016 წლის ზაფხულის შემდეგ აღარ უთამაშია – მაშინ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „შალკეს“ ყოფილი შემტევი ნახევარმცველი პრაღის „სლავიაში“ თამაშობდა და იმდენად სერიოზული ტრავმა მიიღო, რომ ორი წელი ნორმალურად ვარჯიშს ვერ ახერხებდა.