ლევან წურწუმიას მსოფლიო რეკორდი და გუნდური პირველი ადგილი | ათლეტიზმი
28 ოქტომბერს, ამერიკის შტატ ნიუ ჯერსის ქალაქ ბორდერთაუნში, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი World Natural Powerlifting Federation ეგიდით ჩატარდა.
ტურნირზე საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ხელმძღვანელობით ქართული გუნდიც მონაწილეობდა. ჩვენმა თანამემამულეებმა ათზე მეტი ოქროს მედალი მოიპოვეს, მიიღეს გუნდური პირველი ადგილი, ხოლო ქართველმა სპორტსმენმა, ლევან წურწუმიამ ბიცეფსებით წონის ამოწევაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა და წინა შედეგი ექვსი კილოგრამით გააუმჯობესა.
ამავდროულად, ლევან წურწუმიამ 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული (Best Lifter Award) დაიმსახურა.
წურწუმიამ (75 კგ. წონით კატეგორია) სამ სხვადასხვა მოძრაობაში აიღო პირველი ადგილი – წოლჭიმი (Bench press), გამეორება წოლჭიმში (Bench rep.) და ბიცეფსებით წონით ამოწევაში (Strict curl).