შენგელიას საუკეთესო მატჩი თურქეთში – გოლი, საგოლე და აკიდებული პენალტი „ტრაბზონთან“.
ლევან შენგელია beinsports-მა თურქეთის სუპერლიგის 33-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
„კონიასპორის“ შემადნელობაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი 39-ე წუთზე გამოჩნდა და თამაშის მსვლელობაზე დიდი გავლენა მოახდინა.
თურქეთის სუპერლიგის ამ მატჩს „კონიასპორი“ გასვლაზე მეორეადგილოსან „ტრაბზონსპორს“ საფინალო სასტვენამდე 9 წუთით ადრე ანგარიშით 1:3 აგებდა. ვითარება ლევან შენგელიას გოლმა შეცვალა, რომელმაც 81-ე წუთზე საჯარიმოდან დარტყმით, ძალიან ეფექტურად გაიტანა. მან 88-ე წუთზე პენალტი გამოიმუშავა, ხოლო გადამწყვეტი გოლიც 90+1-ე წუთზე მისი გადაცემით როჯეირო ტურამმა გაიტანა და „კონიასპორმა“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა – 3:4.
ლევან შენგელიამ თურქეთში 22 მატჩი ჩაატარა და მეორე გოლი გაიტანა. 33 ტურის შემდეგ „კონიასპორმა“ 36 ქულა დააგროვა და ამ მოგებით სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
მატჩში გატანილი გოლები იხილეთ
ბმულზე.