2020 წლის 26 მარტს, საქართველოს ეროვნული გუნდი თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ჩაატარებს – ევრო2020-ზე მოსახვედრად ერთა ლიგის ნახევარფინალში გუნდი ბელარუსს უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან შენგელია პირველ არხთან ამ მატჩის მნიშნელობაზე ილაპარაკა და საგულისხმო განცხადება გააკეთა. ფეხბურთელის თქმით, ამ შეხვედრაში ქართული ფეხბურთის უახლოესი პერიოდის ბედი გაირკვევა.
„ჩვენი ფეხბურთისა და ნაკრების თითოეული მოთამაშის მომავალი ამ თამაშებზე იქნება დამოკიდებული. ასევე ჩვენი მომავალი თაობების, რადგან წარმატების შემთხვევაში მათ უფრო მეტი ყურადღებას მიაქცევენ და ევროპაში გზა გაეხსნებათ. მოკლედ, ძალიან მნიშვ ნელოვანი მატჩები გველის. ყველაფერს ვიზამთ, რომ გავიმარჯვოთ. ეს თუ ვერ მოვახერხეთ, ფსიქოლოგიურად ძალიან რთული გადასატანი იქნება. მაგრამ არ ვნერვიულობ. რატომ? იმედი მაქვს, მოვიგებთ და სანერვიულო არ გახდება“ – ამბობს ლევან შენგელია.
ლევან შენგელია ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში პირველად 2019 წელს ათამაშა. სადებიუტო სეზონში 24 წლის თავდამსხმელმა ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.