ლევან მჭედლიძე - სეზონი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ძალიან კარგად ვაგრძელებთ #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 24-ე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და დაძაბული შეხვედრა ბოლო წამებზე ლევან მჭედლიძის გატანილი გოლით მოიგო – 3:2.
„მნიშვნელოვანი თამაში იყო ჩვენთვის. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ეს 6-ქულიანი თამაში გახლდათ. ჩვენ სულ სხვა მიზანი გვაქვს. სეზონი ძალიან ცუდად დავიწყეთ და ძალიან კარგად ვაგრძელებთ. იმედია, ასეც ვითამაშებთ“, – ამბობს ლევან მჭედლიძე.
ქუთაისელთა გამოცდილმა თავდამსხმელმა საკუთარ თამაშზეც ისაუბრა.
„რაც შეეხება ჩემს თამაშს, მცირე დრო ვითამაშე, მაგრამ საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო გამოდგა და იმედია, გუნდისთვისაც ასე გაგრძელდება“.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ მეხუთე ტურია თამაში არ წაუგია, 4 მატჩი მოიგო და 24 ტურის შემდეგ მოპოვებული 34 ქულით მესამეადგილოსან „სამგურალთან“ (39) და მეოთხეადგილზე მყოფ გორის „დილასთან“ (37) ჩამორჩენა შეამცირა – კახა ჩხეტიანის გუნდს სეზონის დასრულებამდე 12 ტურით ადრე ევროსაგზურის მოპოვების თეორიული შანსი გააჩნია.